მადლობის მედალი
მადლიერება მათ მიმართ, ვინც შემოქმედებით ინდუსტრიას მხარს უჭერს
მედლის მიზანი
მადლობის მედლით კანის ლომების საქართველოს წარმომადგენლობა იმ ორგანიზაციებსა და ადამიანებს აღნიშნავს, რომელთა წვლილმაც შემოქმედებითი ინდუსტრიისა და Young Lions-ის პროგრამის განვითარებას შეუწყო ხელი. მედალი Young Lions Georgia-ს დაჯილდოების ცერემონიაზე, სპეციალური ჯილდოების ნაწილში გადაეცემა.
კრიტერიუმები
- ორგანიზაცია ან ადამიანი, რომლის საქმიანობაც საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს.
- კონკრეტული წვლილი Young Lions Georgia-ს პროგრამაში: კვლევა, ცოდნა ან პარტნიორობა.
- გადაწყვეტილებას კანის ლომების საქართველოს წარმომადგენლობა იღებს.
დაჯილდოებულები
ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც მედალი გადაეცათ.